მოგესალმებით მე ანი ვარ 26 წლის,ამჟამად ოპერად ვმუშაობ გერმანიაში და სულ მალე ვამთავრებ,საქართველოში მყავს ოჯახი რომელიც ძალიან მენატრება მაგრამ მე მაქვს ჩემი ცხოვრება,აქ ცხოვრებამ ბევრი კარგი რამ მასწავლა,სრულიად უცხო გარემოში გავხდი დამოუკიდებელი ეს იყო ჩემი ცხოვრების სკოლა,რომელშიც სწავლის შემდეგ გავხდი ძლიერი და ამას უფრო მეტად ვგრძნობ ახლა.რათქმაუნდა იყო სირთულეები,შინაგანი ხმა მკარნახობდა ზოგჯერ ,,არა”-ს და ზოგჯერ ,,კი”-ს მაგრამ ცივი გონებით საპირისპიროს ვუმტკიცებდი და ბოლოს გავიმარჯვე,პირველ რიგში მტკიცე და თავდაჯერებულები იყავით მომავალო ოპერებო,თქვენი მიზნის მისაღწევად გააკეთეთ ყველაფერი,იშრომეთ და ყველაფერი გამოგივათ. გერმანიაში გატარებული ჩემი პირველი წელი ჩემს ცხოვრებაში არის და იქნება ამ კიბის მეორე ნაბიჯი რადგან,მე უკვე პირველი ნაბიჯი გავიარე ერთ ძალიან ჰუმანურ,უკეთილშობილეს ლამაზ ადამიანთან რუსკა ჯაფიაშვილთან ერთად,ეს არის ადამიანი რომელიც სტიმულს მიასმაგებს და ყველაფერში გვერდში მიდგას,მომავალ ოპერებს გირჩევთ ყველაზე მეგობრულ გარემოში რუსკასთან ერთად გაიაროთ,მეტ სტიმულს იძენთ,იბრძოლეთ მიზნისთვის. პატივისცემით ანა ტალახაძე
უდიდესი მადლობა ჩემგან,რუსკა ჯაფიაშვილს გაწეული დახმარებისთვის.ბოლომდე მიჰყვა თავის საქმეს,ისეთივე მონდომებით და ნერვიულობით,როგორც მე.ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ ბოლომდე მის პროფესიონალიზმში,რომელიც დაუზარებლად ,მთელი გულით დაგეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში.გერმანიაში წასვლა მხოლოდ არ არის მისი მიზანი,რუსკა ბოლომდე თქვენს გვერდთ იქნება და იქაც არ მოგაკლებთ ყურადღებას,თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ.გერმანიაში წასვლა და მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ არა რუსკას დახმარება ახლა ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი.ეს არის სააგენტო , რომელსაც ჩემს გარდა ჩემნაირი უამრავი ადამიანი ჰყავს,სწორედ ამიტომ ავირჩიე ისინი.მინდა ბვერი წარმატება გისურვოთ! ძალიან მიყვარხარ რუსკა და ძალიან დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის !
სიტყვებით ვერ ავღწერ ძალიან რთულია გადმოვცე ზუსტად ის მადლიერება და სიყვარული რაც ამ ადამიანის მიმართ მაქვს, რუსკა ჯაფიაშვილის დამსახურებით ერთ თვეში მივდივარ უსაყვარლეს ოჯახში უსაყვარლეს ადამიანებთან,მან ყველაფერი გააკეთა რათა წარმატებით გამევლო ყველა ის გზა რაც საჭირო იყო ამ წერტილამდე მოსასვლელად,ჩემთან ერთად განიცდიდა და უხაროდა (ზოგჯერ მეგონა უფრო მეტადაც კი) .ყველაზე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.ეს არის სააგენტო სადაც თბილად მიგიღებენ და მაქსიმალურს გააკეთებენ რომ ზუსტად ის მიიღოთ რაც გსურთ,მე ვენდობი მათ!გისურვებთ წარმატებებს.
მე ვარ ლელა, 28 წლის. მაქვს მიღებული გამოცდილება ოპერ-პროგრამით, როგორც გერმანიაში აგრეთვე ავსტრიაში, რაშიც მთელი სულითა და გულით დამეხმარა რუსკა, ეს იყო წლების წინ , თუმცა დღემდე მახსოვს რუსკასთან ერთად განცდილი სიხარულის ემოცია, მისი თანადგომა, თანაგრძნობა, დახმარება, მოტივირება და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დავამთავრე ოპერობა და სხვა ქვეყანაში სხვა საქმით დავკავდი, ჩემი და რუსკას გულმხურვალე მეგობრობა ამ დრომდე გრძელდება არა მხოლოდ მისით, მისი ოჯახითაც. ძალიან კმაყოფილი ვარ , რომ შევხვდი ასეთ ადამიანებს, რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ამ სიტყვაზე ყოველთვის რუსკა მახსენდება, რატომ? თავისი საქმე უყვარს და თითოეულ ადამიანში მთელ სულსა და გულს დებს, რაც უკვე ნიშნავს პროფესიონალიზმს. რუსკა, გისურვებ წარმატებებს შენს ბავშვებთან და ჩემთან ერთად, ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ, რაშიც შენი 100%_იანი იმედი მაქვს. მიყვარხარ❤️ და მადლობა, რომ ამდენ ბავშვს უვლი 😍
ეს არის ადგილი სადაც ენის საფუძვლიანი შესწავლის გარდა მიიღებთ უდიდეს სტიმულს,ენერგიას,მოტივაციას,რომ ყველაფერს შეძლებთ.უთბილესი გარემო,უძლიერესი,პასუხისმგებლიანი მასწავლებელი რომელსაც უკვე ჩემი მეგობარი ჰქვია.მეგობარი რომელმაც მასწავლა და დამეხმარა გადამედგა დიდი ნაბიჯი და ახლა უკვე გერმანიაში ვარ. ამ კომპანიაში ისწავლით ენას ადამიანნისგან,რომელიც არის “ზე” ენეგიული,მხიარული, კეთილი. მე მადლობელი ვარ ამ კომპანიის დღეს მათი ოპერი მქვია გვერდში მიდგანან მუდამ წარმატებებს ვუსურვებ მათ