კომპანია Travelomania-ს შემწეობით , 2020 წლის ზაფხულში ერთხელ უკვე ვეწვიე გერმანიას… მინდა გითხრათ რომ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან კმაყოფილი ვარ, თავად კომპანიის მხრიდან გაწეული დახმარებით კი ,უბრალოდ, აღფრთოვანებული… Travelomanias დირექტორი და მენეჯერიც 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე იმყოფებოდა, ყოველ გაუგებრობას, რაც კი შეიძლება უცხოეთში პირველად ჩასულ სტუდენტს შეექმნას, გულთბილად ეკიდებოდა და საოცარი სისწრაფით მიგვარებდა. მათგან არასდროს მიგრძვნია თანამშრომლობითა და ოფიციალური შეთანხმებით განპირობებული ფორმალური ტონი, ეს იყო მეგობრული, ერთ მუშტად შეკრული დიდი ოჯახის მხრიდან გაწეული მზრუნველობა. ჩემთვის ეს მცირე პერიოდი დიდი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა. ახლა უფრო ფართოა ჩემი თვალთახედვის არეალი და მიზნებიც უფრო ზუსტია. მადლობა თრაველომანიის თითოეულ წევრს, დირექტორს და მენეჯერს. გისურვებთ მათი მონდომება და შრომისმოყვარეობა თქვენც ჩემსავით გადაგედოთ 😁♥️
მოგეხსენებათ,რომ 2020 წელი ძალიან რთული,პრობლემატური აღმოჩნდა თითოეული მოქალაქისთვის, თითქმის ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა,მიზნებისა თუ გეგმების სრულყოფა ვერ შეძლო,თუმცა ამისგან განსხვავებით, ჩემი მთავარი ჩანაფიქრი, რომელიც გერმანიაში სამი თვით წასვლას გულისხმობდა, კომპანია Travelomania-Georgia-ს მეშვეობით ასრულდა. ეს იყო გამოწვევა,რომელმაც შემძინა უდიდესი გამოცდილება, გამხადა მოტივირებული სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით და ამასთანავე კმაყოფილი ფინანსური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი კი ,რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანიის დირექტორისა და მენეჯერის დამსახურებაა,ისინი არ იშურებდნენ დროსა თუ ენერგიას და ყოველ პრობლემას დაუყოვნებლივ მიგვარებდნენ. მათ ყოველგვარი მიზეზების გარეშე მაქსიმუმი გააკეთეს ჩემთვის. დიდი მადლობა ამ გუნდს,რუსკასა და ნესტანს. მე დიდი იმედი მაქვს,რომ კვლავ ვითანამშრომლებ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ მათთან მეგობრობას.