გამარჯობა მე ვარ ლაშა თოთაძე . ჩემი სტუდენტური მოგზაურობა გერმანიაში ძალიან კარგი იყო, ეს სიკარგე განაპირობა შესანიშნავმა კომპანიამ “ქართულ-გერმანულმა სივრცემ” რომელიც გამოირჩევა გუნდურობით და თითოეული მათგანი არის ყურადღებიანი, რაც ძალიან მომწონს ,მადლობას ვუხდი ამ კომპანიას ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გააკეთეს და მიხარია რომ იმედები გაამართლეს, ძალიან კარგია როდესაც ასეთი სანდო კომპანია არსებობს.
გამარჯობა მე ვარ გიორგი მარგველაშვილი. აღსანიშნავია, რომ “ქართულ-გერმანული სივრცის” კომპანიის საშუალებით პირველად ვისარგებლე, რითაც კმაყოფილი ვარ. ნდობის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, როცა ცხოვრებაში მსგავს ნაბიჯს დგამ და მოხარული ვარ რომ მთელი ჩემი მოლოდინები გაამართლეს. მთელი გუნდი ყოველთვის ყურადღებით ისმენდა ჩვენს საჭიროებებსა და პრობლემებს, რომელთაც დროულად აგვარებდნენ, ამიტომ მადლობას ვუხდი მათ ასეთი დიდი გამოცდილებისთვის.
შარშანდელი გამოცდილების მიუხედავად, წლევანდელი 2 თვე მაინც სავსე იყო გამოწვევებით და სიახლეებით. უკან დაბრუნებისას განსაკუთრებით ხვდები რამდენად მოგეწონა გასული გერმანული ზაფხული და ეს თვეები თქვენი წყალობით ნამდვილად შესანიშნავი იყო. არ ყოფილა არც ერთი ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ვერ შევძელით და ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი სტუდენტისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ეხმარებით მომავალი მიზნების მიღწევაში. მადლობა დიდი ყველაფრისთვის❤️