EnglishქართულიDeutschРусский

"მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი"სოფიო კორტავა

სოფიო კორტავა – თითქმის პირველი გაემგზავრა ჩვენგან , ჩვენი კომპანიიდან , "ქართულ-გერმანული სივრცის "გაცვლითი პროგრამის ე.წ „ოპერი“ ს პროექტით . კომპანია მაშინ ბაზარზე მხოლოდ მწირი სახსრებითა და საშუალებებით არსებობდა თუმცა სოფოს გამგზავრება და გზა გერმანიამდე რომელიც საკმაოდ რთული გასასვლელი აღმოჩნდა , ერთად გავიარეთ . სოფო საქართველოს ულამაზესი ქალაქიდან ფოთიდან არის და იყო დღეები როცა მას საბუთების მოსაწესრიგებლად დედაქალაქში უწევდა ხშირად ჩამოსვლა, ამასთანავე მუშაობდა და ეს ყველაფერი დროსთან გათვლილი მაშინ საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 7 წლის წინ გზა ფოთიდან გერმანიამდე მაშინ სოფოსთვის ყველაზე რთული იყო თუმცა მონდომებამ და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო. სოფო კორტავა – დაიბადა ქალაქ ფოთში , 1990 წლის 22 ივლისს. სკოლის დამთავრებიდან მალევე , 18 წლის ასაკიდან შეუერთდა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღისა “ და რადიო „ჰარმონიის “ გუნდს რომელიც სამეგრელოს რეგიონში მაუწყებლობის დაფარვის ზონა იყო.
თავდაპირველად სოფო იყო მუსიკალური წამყვანი და 2 წლის შემდეგ მან ბედი ჟურნალისტურ საქმიანობაში სცადა, 10 წელი იმუშავა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტად და დღის მთავარი საინფორმაციოს წამყვანად გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ამერიკაში სადაც ჟურნალისტის კვალიფიკაცია აქვს ამაღლებული, პროექტი მაშინ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა და სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ მისი გამარჯვებული გახდა.
პარალელურ რეჟიმში სოფო წერდა , იყო ლიტერატურული გამოცემა ალმანახ „ორნატის“ წევრი რომელიც თავის დროზე მწერალმა ჭაბუკი ქოიავამ დაარსა . სოფო ოცნებობდა სადებიუტო წიგნის გამოშვებაზე რომელიც 2017 წელს აიხდინა და მის ბიოგრაფიას , „მოდი გავიცნოთ ერთმანეთი – ამ სახელწოდების წიგნი შეემატა, პროექტი „ქველმოქმედი 2015 ის, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღისა “ და რადიო „ჰარმონიის “ ერთობლივი ნამუშევარია, წიგნის რედაქტირება ფილოლოგსა და ჟურნალისტს მაია ქირიას ეკუთვნის, მხატვრობაზე თეა დუნდუამ იმუშავა , გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი ერთობლივი გადაწყვეტილებით იმ ოჯახებს მოხმარდათ ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა.
სოფოს დამთავრებული აქვს ფოთის პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ სასტუმრო საქმის მიმართულებით.
ჩვენი კომპანიისა და სოფოს გზები 2016 წელს გადაიკვეთა , ამავე წელსვე დატოვა გოგონამ საქართველო და დღემდე გერმანიაში აგრძელებს სამსახურეობრივ მოღვაწეობას. ერთწლიანი „ოპერის“ პროგრამის დასრულების შემდეგ სოფომ ისევ ერთწლიანი პროგრამა გაიარა რომელიც გერმანიაში სოციალური პროგრამის სახელით არის ცნობილი, გოგონა მოხუცთა სახლში მუშაობდა. ამის შემდეგ მან ბედი სამედიცინო მიმართულებით სცადა და ფრანკფურტში ერთ-ერთ კლინიკაში ექთნის პოზიციაზე სწავლა დაიწყო , როგორც იხსენებს დამსაქმებელმა კომპანიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და მიზეზად მწირი ენის ცოდნა დაუსახელა. სოფოს უნდა გადაეწყვიტა ან სამშობლოში დაბრუნება და ან ბრძოლა და მან ბრძოლა აირჩია . 6 თვიანი ლოდინის შემდეგ სოფომ სწავლის გაგრძელება ტურიზმის მიმართულებით გადაწყვიტა და სასტუმროს მენეჯმენტის დაუფლება აირჩია, გერმანიაში ცნობილ პროგრამა „აუსბილდუნგზე“ შეიტანა განაცხადი და სამწლიანი პროგრამა, ფრანკფურტში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დახურა, სოფო დღემდე ამ სასტუმროს „ჰაუსქიფინგის“ განყოფილების ერთ ერთი მთავარი სპეციალიასტია.
„ქართულ-გერმანული სივრცის‘‘ დაარსების შემდეგ სოფო აქტიური წევრია ჩვენი გუნდის და შიგადაშიგ მარკეტინგულ საქმეებს უძღვება, თანამშრომლობს ჩვენთან და მისი უშუალო ჩართულობით კომპანიას ახალი წევრებიც შემოერთდნენ .სოფოს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა.წარმატებებს ვუსურვებთ ამ შესანიშნავ და მებრძოლ გოგოს

0Shares