ზუკა პირველად 2016 წელს მოვიდა ქართულ-გერმანულ სივრცეში გერმანული ენის გასაუმჯობესებლად,შემდეგ გადაწყვიტა გერმანიაში ოპერ პროგრამით წასულიყო,ჩვენი მეგობრობაც 2016 წელს დაიწყო . ზუკა მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა.დაამთავრა სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი უყვარს კულინარია და მონაწილეობაც მიიღო მასტერშეფის პროექტში. ზუკა გერმანიაში წასვლამდე ასევე მუშაობდა
ჩვენთან პიარ მენეჯერის პოზიციაზე .სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მიზნად ქონდა დასახული გერმანიაში წასვლა და გერმანიის უნივერსიტეტში ჩაბარება.ალბათ ვინც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს დამეთანხმება რომ ძალიან რთულია სწავლა და მუშაობა ერთად თუმცა შესაძლებელი.ზუკამ ძალიან რთული გზა გაიარა რომ დასახული მიზნისთვის მიეღწია და მან ეს შეძლო,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.ის სწავლას უკვე გერმანიაში ბერლინთან ახლოს ქალაქ კოტბუსის არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძობს.ზუკას ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და უსაყვარლესი ბებია რომლებიც მუდამ მხარში უდგანან ზუკას.ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავ ამ სასწაულ ბიჭს კიდევ ერთხელ სტუდენტობას და ვუსურვებთ წარმატებებს.ამაყები ვართ რომ ასეთი ახალგაზრდები არიან ჩვენს გუნდში