ჩვენთვის დიდ მოტივაციას და სტიმულს წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებაში გარკვეული წვლილის შეტანა. განსაკუთრებით თუ, ეს ეხება მათ წარმატებულ კარიერაში ხელის შეწყობას. გვსურს, ეს სტიმული და მოტივაცია სხვებსაც გავუზიაროთ და პერიოდულად ამისთვის შემოგთავაზებთ ჩვენი მომხარებლების გამოცდილებას ბლოგის სახით. სიამაყით წარმოგიდგენთ გიორგი კოპალიანს რომელმაც კარიერული წინსვლა დაიწყო ქართულ-გერმანული სივრცის დახმარებით, გერმანიაში და ამჟამად ამერიკაში აგრძელებს მოღვაწეობას. მახსოვს პირველად ჩვენს ცენტრში გერმანულის შესასწავლად მოსული. ისე სწრაფად საუბრობდა ნახევარზე მეტს ვერ ვიგებდი ყველაზე მომთხოვნი და მკაცრი რატომღაც მასთან ვიყავი სწავლასთან მიმართებაში ყოველთვის ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული და მხიარული… გთავაზობთ ასევე ამონარიდს რომელიც გიორგიმ ჩვენს გვერდზე გააკეთა„გამარჯობა, მე ვარ გიორგი კოპალიანი 21 წლის. მაშინ როცა 18 წლის ვიყავი და ყველანაირად ვცდილობდი ცხოვრებაში ახალი გამოწვევების პოვნას, დავუკავშირდი კომპანია „ქართულ-გერმანულ სივრცეს“- რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება! კომპანია, რომელმაც მასწავლა ის რითაც მუდამ ვიამაყებ! გერმანიაში გავატარე 2 წელი! კომპანია სრულიად დამეხმარა სოციალის პროგრამის მოგვარებაში, ასევე ოპერის პროგრამის მონაწილეობაში და სწორედ გერმანიიდან დაიწყო ის რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი! ამჟამად ვცხოვრობ ამერიკაში და ვსწავლობ უნივერსიტეტში. კომპანია „ქართულ-გერმანულ სივრცეს“ არ მოუცია მხოლოდ გამოცდილება, რეალურად მათ მასწავლეს ის რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა! პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობით აღსავსე გუნდი, რომლებიც ყოველთვის იქნებიან თქვენთან! მადლობა რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში!“.
გიორგი ამჟამად სწავლობს მაიამის-მარკონის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100% დაფინანსებით ქართულ-გერმანული სივრცის გუნდი წარმატებებს უსურვებს გიორგის